"კათარზისის" მიერ ზამთარში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს "თელასი" დაფარავს
კომპანია „თელასი“ დღეს მოხუცთა თავშესაფარში „კათარზისი“ საქველმოქმედო აქციას გამართავს. როგორც საქინფორმს „თელასიდან“ აცნობეს, აქციის ფარგლებში „კათარზისს“ ზამთრის პერიოდში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური დაეფარება. შესაბამის სერთიფიკატს სათნოების სახლს „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ვალერი ფანცულაია გადასცემს. მოხუცთა თავშესაფარს „თელასის“ მიერ შეძენილი 5 ათასი ლარის ღირებულების სურსათიც გადაეცემა.
შეგახსენებთ რომ 2003 წლიდან „თელასის“ მფლობელი რუსეთის ერთიანი ენერგოსისტემაა, კომპანიის აქციათა 75%-ს “Silk Road Holdings B.V.”ფლობს, რომელიც რუსული კომპანიის - INTER RAO Holding B.V.-ის შვილობილი კომპანიაა. „ჩვენ განზრახული გვაქვს, კომპანია გავხადოთ მაქსიმალურად მომგებიანი, თანამედროვე და დინამიური, რაც კომპანიის აქციონერთა ინტერესებშია“. ნათქვამია კომანიის ვებგვერდზე.
კომპანია „თელასი“ საკამოდ ხშირად ატარებს საქველმოქმედო აქციებს სტუდენტების, უნარშეზღუდული ბავშვებისა და მოხუცთა თავშესაფრების დასახმარებლად.