სამართალი
გუშინ, გვიან ღამით, ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

avariebiგუშინ, გვიან ღამით, ავტოავარია მოხდა შეშელიძის ქუჩაზე. ერთმანეთს „მიცუბიში პაჯეროს“ და „რენოს“ მარკის ავტომობილები შეეჯახა. ავარიის დროს ორივე ავტომობილში მხოლოდ მძღოლები იმყოფებოდნენ. დაშავებულები თბილისის მეოთხე საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. „რენოს“ მარკის მძღოლის მდგომარეობა ამჟამად მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია. კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ნუცუბიძის პლატოზე. ერთმანეთს „ჰონდას“ მარკის ავტომანქანა და სამგზავრო ავტობუსი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ავტომობილში მყოფი სამი მგზავრი დაშავდა. მათგან ცოლ-ქმრის 29 წლის მამაკაცისა და 26 წლის ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ავარიების გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.