ცვლილებები დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში საკადრო რეორგანიზაცია იწყება
. ცენტრის ხელმძღვანელის - პაატა იმნაძის განცხადებით, საკადრო ცვლილება მას ჯერ არ შეხებია, მაგრამ რეორგანიზაცია, რომელიც თანამშრომელთა შემცირებასაც გულისხმობს, ეროვნულ ცენტრში უახლოეს პერიოდში დაიწყება.
იმნაძისთვის უცნობია, შეინარჩუნებს თუ არა თანამდებობას მისი მოადგილე შოთა ცანავა. ამას ჯანდაცვის სამინისტრო გადაწყვეტს. თანამშრომლების შემცირების პარალელურად, კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ახალი შტატიც დაემატება. პაატა იმნაძის ინფორმაციით, აღმასრულებელი დირექტორის ახალ თანამდებობაზე ნატა ავალიანი დაინიშნება, რომელიც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელია.