უცხოეთი
გაზის ტრანზიტის შემცირების გამო უკრაინამ მილიარდი დოლარი დაკარგა

1-tranzitსაქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. რუსეთიდან გაზის ტრანზიტი, უკრაინის ტერიტორიის გავლით, 2014 წელს მესამედით შემცირდა, რის შედეგადაც კიევმა მილიარდ დოლარამდე დაკარგა. ამის შესახებ რუსეთის ნაციონალური ენერგეტიკული უსაფრთხოების ფონდში იტყობინებიან.

ფონდის მონაცემებით,2014 წელს ტრანზიტის მოცულობამ 58.8 მლრდ კუბ/მ შეადგინა. უკრაინის ტრანზიტის მოცულობა ევროპაში რუსული გაზის ტრანსპორტირებიც მთლიან მოცულობაში 52-დან 40%-მდე შემცირდა.

უწინ „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი აცხადებდა, რომ პროექტი „თურქეთის ნაკადი“ ერთადერთი მარშრუტია, რომლითაც ევროპაში 63 მლრდ კუბ/მ რუსული გაზის მიწოდება ხდება, რომელიც ჯერჯერობით ტრანზიტით უკრაინაში მიედინება. „სხვა ვარიანტი არ არსებობს, - განაცხადა მილერმა, - ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამის შესახებ ინფორმირებული არიან და ახლა მათი ამოცანაა, თურქეთისა და საბერძნეთის საზღვრებიდან აუცილებელი გაზსატრანსპორტო ინფრასტრუქტურის შექმნა“.