სამართალი
საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. ადვოკატ ზურაბ თოდუას განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ძალადობის ფაქტები დაფიქსირდა. 4 პატიმრის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. წამლებისა და სამედიცინო მომსახურების მოთხოვნით ე.წ მე- 7 დაწესებულებაში 10 პატიმარი შიმშილობს.
ერთ მათგანს გადაყლაპული აქვს ე. წ. ბოლტი და საწერ-კალამი, 3 პატიმარს კი თერმომეტრი. ადვოკატის განცხადებით, პატიმრების ჯახებს სასწრაფო ოპერაციაზე ადმინისტრაცია უარს ეუბნება.