სამართალი
შსს-მ საქართველოში შემოტანილი დიდი ოდენობით მეტადონი ამოიღო
1-metadon-samart-1საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს და ამავე დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა ომარ ჯ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რაც ექსპერტიზის დასკვნით 0,8768 გრამი მეტადონია. გამოძიებამ დაადგინა, რომ ომარ ჯ-მ ნარკოტიკული საშუალება საქართველოში უკრაინიდან შემოიტანა.