აქტუალური
საბერძნეთის ახალი მთავრობა რუსეთის შესახებ ევროკავშირის განცხადებას ემიჯნება
1-falsifikac-aqtual-2საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. საბერძნეთის ახალი მთავრობა ემიჯნება ევროკავშირის განცხადებას, სადაც 28 ქვეყნის ლიდერი რუსეთს პასუხისმგებლობას აკისრებს მარიუპოლის დაბომბვის გამო, რა დროსაც 30 ადამიანი დაიღუპა. პრემიერ-მინისტრი ალქესის ცაპირასის განმარტებით, განცხადება გამოქვეყნდა პროცედურის დარღვევით, რადგან საბერძნეთს მის გავრცელებაზე თანხმობა არ განუცხადებია. საბერძნეთის ახალმა პრემიერმა ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების უმაღლეს კომისარ ფედერიკა მოგერინის სატელეფონო საუბარში პირადად განუცხადა მისი მთავრობის პოზიციის შესახებ.