საზოგადოება
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ლარის კურსთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გამართა
1-lari-sazog-1საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაესწრნენ, გაანალიზდა საგარეო ფაქტორების გავლენა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე. მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა იმსჯელეს იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ლარის გრძელვადიანი სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით უნდა განხორციელდეს. მთავრობა ექსპორტის, ტურიზმისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წახალისების მიზნით აქტიურად იმუშავებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ქვეყანაში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.