პოლიტიკა
ჯუმბერ კირვალიძე: "პოროშენკომ სააკაშვილის "ნაკვალევზე გაიარა" და ძალიან ცუდად დაამთავრებს!“

1-jumber-pol-2-an-1საქართველო, 29 იანვარი, საქინფორმი. ერთ–ერთი პოლონური ტელეკომპანიის ეთერში, უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ განაცხადა: "რუსეთს მილიონი ჯარისკაცი ჰყავს, ყველაზე დიდი და ძლიერი არმია მსოფლიოში და ჩვენ არ შეგვიძლია, მას წინ აღვუდგეთ" (გაიხსეთეთ სააკაშვილის ცნობილი „რუსეთს ჟანგიანი ტანკები აქვს!“ 2008 წლის აგვისტისში - საქინორმი).

დიახ, პოროშენკომ სააკაშვილის "ნაკვალევზე გაიარა" და ძალიან ცუდად დაამთავრებს – მას უკრაინელი ხალხი გადააყენებს! მაინცადამაინც, უკრაინის ათასობით მოქალაქე უნდა დაღუპულიყო, რომ მიმხვდარიყო – უკრაინა რუსეთს ომს ვერ მოუგებდა და დასავლეთი კი, რუსული რაკეტების სამიზნედ თავს არ გაიხდიდა?! აშშ–ის გავლენიან პოლიტიკურ წრეებს – "მებრძოლი და ძლიერი პოროშენკო" სჭირდებათ და არა – "სუსტი და სიმართლის მთქმელი"! სააკაშვილის "ნაცკადრებს" კი, რომლებიც პოროშენკომ მაღალ თანამდებობებზე დანიშნა უკრაინის მთავრობაში, იმ დღესვე კინწისკვრით გამოყრიან კიევიდან, როცა უკრაინელები პოროშენკოს ჩამოაგდებენ!