უცხოეთი
ევროკავშირი რფ-ს წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოსაღებად ემზადება
1-evrounion-zar-2საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. დღეს ამ თემას განიხილავენ ევროკავშირში ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლები ბრიუსელში, ხვალ კი საგარეო საქმეთა მინისტრები. „Ъ“-ის წყაროს ცნობით, საუბარი შეეხება ფიზიკური პირებისა და კომპანიების შავი სიების გაფართოებას და ასევე, რუსეთში აღჭურვილობის ზოგიერთი სახეობის მიწოდების აკრძალვას, მათ შორის გაზის სფეროსთვისაც. გარდა ამისა, ევროკავშირმა შესაძლოა განიხილოს რფ-ის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვის იდეა. პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა გუშინ განაცხადა: ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში „რფ-ის რეაქცია შეუზღუდავი იქნება“. ამასთან, წყარო ბრიუსელში იტყობინება, რომ ამ საკითხში კონსენსუსი, მით უფრო „საბერძნეთის ფაქტორის გათვალისწინებით“, ევროკავშირის წევრებს შორის არ არის და მაშასადამე, გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება.