სამართალი
საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. დავით საგანელიძე ემზარ კვიციანთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მიესალმება.
„კვიციანის მიმართ ძალიან არაობიექტური გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი სასამართლოს. გარკვეული შეცდომები, გარკვეული გადაცდომები ამ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ამ კაცს რომ სამშობლო უყვარს, ამაში ეჭვი არავის ეპარება... თავის ფეხით ჩამოვიდა და სიმართლის საუბარი დაიწყო. ასე რომ, მე მივესალმები, თუ ასეთი შეთანხმება გაფორმდება”, - განაცხადა საგანელიძემ.