პოლიტიკა
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: „ეს ვიზიტი იყო ჩვენს ქვეყნებს შორის უნაკლო მეგობრული ურთიერთობების გამოხატულება“

1-frank-polit-2საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის მადლობის წერილი მიიღო.

თქვენი შეფასება აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული სიტუაციისა, განსაკუთრებით რუსეთის ეკონომიკასა და უკრაინაში მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო და ძალიან დამეხმარა შემდგომი კვირების განმავლობაში მდგომარეობის შეფასებაში.

ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სწორედ ამ დროს კიდევ ერთხელ გამომეხატა სოლიდარობა თქვენი ქვეყნის მიმართ. მადლობელი ვარ, რომ სოლიდარობის ეს გამოხატულება ასეთი კმაყოფილებით იქნა მიღებული.

თქვენთან საუბრისას ჩემთვის კიდევ ერთხელ გახდა ნათელი ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობა. ამიტომ, დაბრუნებისთანავე ჩემს თანამშრომლებს ვთხოვე, კიდევ უფრო მეტი მონდომებით მიდგომოდნენ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხს“, - ნათქვამია ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის წერილში.