აქტუალური
საქართველოსა და ლიტვას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

1-litva-aqtual-3საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. დოკუმენტს ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა მოაწერეს ხელი. ხელმოწერის ცერემონიამდე ირაკლი ღარიბაშვილმა და ალგირდას ბუტკევიჩიუსმა საქართველო-ლიტვის ბიზნესფორუმი გახსნეს, რომელშიც 100-ზე მეტი ბიზნესმენი მონაწილეობს.
ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, მსოფლიოს ბაზრებსა და გლობალური მიწოდების ქსელებში ინტეგრაციას. ამასთან ერთად, ეს ახალი პერსპექტივებით უზრუნველყოფს საქართველოსა და იმ ბიზნესმენებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში საქმიანობენ“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ხაზი გაუსვა ლიტვასთან სავაჭრო ბრუნვის ზრდის მნიშვნელობას.

• სავაჭრო ბრუნვა ლიტვასთან 30.5 პროცენტით გაიზარდა და 76 მილიონ დოლარს გადააჭარბა;

• ექსპორტი თითქმის 46 პროცენტით, 32 მილიონ დოლარამდე გაიზარდა;

• იმპორტი 21 პროცენტზე მეტით, 45 მილიონ დოლარამდე გაიზარდა;

მე ჩამოვედი საქართველოში, რომ სტიმული მიმეცა ორი ქვეყნის ბიზნესებს შორის თანამშრომლობისთვის და დარწმუნებული ვარ, ბიზნესფორუმი პროდუქტიული იქნება“, - აღნიშნა ლიტვის პრემიერმა.