აქტუალური
აშშ-ის ევროპული სარდლობის სამოქალაქო საკითხების შეფასების ჯგუფის ვიზიტი საქართველოში

1-gruppa-aqtual-2საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში იმყოფება აშშ-ის ევროპული სარდლობის, სამოქალაქო საკითხების შეფასების ჯგუფი, რომელიც ჩამოვიდა გერმანიაში არსებული გრაფენვირის ბაზიდან, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ საქართველოში განხორციელებული ჰუმანიტარული დახმარების პროექტების შესაფასებლად და მჭიდრო ურთიერთობების დასამყარებლად ქართველ პარტნიორებთან.

ჯგუფი შეხვდა ქართველ კოლეგებს, სამოქალაქო-სამხედრო ურთიერთობების სამსახურის წარმომადგენლებს. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ჯგუფი იმოგზაურებს საქართველოში, რათა შეაფასოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურის მიერ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და ქართველ კოლეგებს გაუზიაროს გამოცდილება სამოქალაქო საკითხების ჯგუფის მუშაობის ტაქტიკის, მეთოდებისა და პროცედურების შესახებ, თუ როგორ უნდა გახდეს ჯგუფის მუშაობა ნატოს სტანდარტებთან თავსებადი სამომავლო ამოცანების შესასრულებლად. ჯგუფის ვიზიტი მნიშვნელოვანია აშშ-სა და საქართველოს შორის სამომავლო თანამშრომლობის განსამტკიცებლად.