საზოგადოება
ნანა კაკაბაძე: „რისი გასაჯაროებაც შეუძლიათ იმაზე ილაპარაკონ, ვინ სთხოვს საიდუმლოს გამჟღავნებას?"

1-pust-sazog-3საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. ვაზაგაშვილების საქმე იურიდიულ კომიტეტში აღარ განიხილება, რის მიზეზიც, კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, ამ ეტაპზე საქმის განხილვის არამიზანშეწონილობა გახდა. უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე „პირველ რადიოსთან“ საუბარში ამ საკითხს ეხმაურება.

იურიდიული კომიტეტი გამოძიებას ვერც ასე ჩაატარებს და ვერც ისე. მას არ აქვს ამისი უფლება. იურიდიულ კომიტეტს შეეძლო მხოლოდ და მხოლოდ გაეწია კონტროლი და ზედამხედველობა. ისევე, როგორც სრულიად პარლამენტს მთლიანად შეუძლია ამაზე გაუწიოს კონტროლი. გამოძიება იქ ვერ მოხდება. კონტროლი უნდა განახორციელონ გამოძიებაზე, როგორ მიმდინარეობს ეს გამოძიება. ნუ ალბათ ისეთი დეტალებია...რისი გასაჯაროვებაც შეუძლიათ იმაზე ილაპარაკონ, ვინ სთხოვს საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებას მაგათ?“ - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.