იუსტიციის სახლში რუსეთის საავიაციო სფეროს წარმომადგენლები ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს მართავენ
საქართველო, 28 იანვარი,
საქინფორმი. შეხვედრაში სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელი
გურამ ჯალაღონია მონაწილეობს. კომპანია „აირზენას“ ხელმძღვანელი
თამაზ გაიაშვილი, რომელიც კონსულტაციებში არ მონაწილეობს, აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს ულტიმატუმს უყენებს - გაზარდოს ფრენების სიხშირე.
„არარეალურად ბევრ სიხშირეებს ითხოვენ, პრაქტიკულად დღეში უნდა იყოს ექვსი რეისი. უკვე საკითხავია უკან დაბრუნდა მოსკოვი დედაქალაქად, თუ დარჩა თბილისი დედაქალაქად. არ ვიცი რაში გვჭირდება ექვსი რეისი დღეს მოსკოვში. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ავიაცია რუსეთში ფრენებს შეწყვეტს, თუ ეს მოლაპარაკებები ისე დამთავრდა, როგორც რუსებს სურთ“, - განაცხადა თამაზ გაიაშვილმა.