საზოგადოება
სახალხო დამცველი: „ფირცხალავამ ია მეტრეველის მკვლელობა დაუკვეთა“

1-zakazal-sazog-1საქართველო, 28 იანვარი, საქინფორმი. უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ირაკლი ფირცხალავა ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის მკვლელობა დაუკვეთა. ნანუაშვილის განცხადებით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მას ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა მიაწოდა. სახალხო დამცველი პროკურატურას ამ საქმის გამოძიებას და აღნიშნული მოწმის უსაფრთხოების დაცვას სთხოვს.

სახალხო დამცველს ახსნა-განმარტებით მიმართა ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, სადაც ის აცხადებს, რომ 2008 წლის ივლისში დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მაშინდელმა თანამშრომლებმა - გიორგი ხიზანიშვილმა და გიორგი ჭანტურიამ. რის შემდგომ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ირაკლი ფირცხალავასთან და კახა ლეგაშვილთან მიიყვანეს. მსჯავრდებული აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავა მას დაემუქრა ნარკოტიკული დანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემით, ხოლო თავისუფლების სანაცვლოდ გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი უნდა მოეკლა. ასევე უნდა მოეძებნა პირი, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის წინააღმდეგ მისცემდა ჩვენებას, ამ უკანასკნელის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.