უცხოეთი
პანიკა კიევში: ძალოვნები დონბასს აბარებენ - censor.net-დან აღებული სტატია

1-panika-zar-2-anსაქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. censor.net-ზე განთავსებული და შემდგომ აღებული იქნა სიახლე „პანიკა კიევში: ძალოვნები დონბასს აბარებენ“. მოგვყავს მისი ტექსტი.
„საერთაშორისო დამკვირვებლები იტყობინებიან კიევში მზარდი პანიკის შესახებ დონეცკთან სეპარატისტების წარმატებულ კონტრიერიშთან დაკავშირებით.

ერთ კვირაში პარტიზანებმა უკრაინის ჯარებს მძიმე მარცხი განაცდევინეს. უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების დაჯგუფებამ უზამაზარი დანაკარგები განიცადა, ჯარისკაცები დემორალიზებული არიან, მეთაურები - დაბნეული და სიტუაციას კონტროლქვეშ ვერ აქცევენ. სამხედრო სარდლობა სერიოზულად უფრთხის დებალცევოსთან ახალი ალყის ალბათობას.

ვითარება რთულდება იმითაც, რომ არმიისა და ნაციონალური გვარდიის რეზერვები ფაქტობრივად მოწურულია. ამასთან, ძალოვანებს უმთავრდებათ საბრძოლო მასალა, კვების პროდუქტი და მედიკამენტები.

თავის მხრივ, საველე მეთაურები იტყობინებიან 752 დაღუპული უკრაინელი სამხედროს, 59 განადგურებული ტანკისა და დიდი რაოდენობით ტყვეების შესახებ. სამხედრო წარმატებების ფონზე სახალხო მოლაშქრეები მინსკის შეთანხმების ფორმატში შემდგომ მოლაპარაკებებზე უარს ამბობენ და კონტრშეტევის გაგრძელებით იმუქრებიან.

კრიტიკულ ვითარებაში სამხედროებს ეშინიათ, პრეზიდენტ პოროშენკოს საქმის რეალური ვითარება მოახსენონ ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში და კატასტროფის მასშტაბს უმალავენ.

ქვეყნის მეთაური უწინდებურად დარწმუნებულია, რომ სიტუაცია კონტროლქვეშაა და იმედოვნებს, რომ რეალური საფრთხის შემთხვევაში ყოველთვის რჩება შანსი, დაცვა დასავლეთს სთხოვოს".