უცხოეთი
პუტინი: კიევის არმია, არსობრივად, ნატოს ლეგიონია

1-legion-zar-1-anსაქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის არმია არსობრივად ნატოს ლეგიონია, რომელიც უკრაინის ანციონალურ ინტერესებს კი არ იცავს, არამედ რუსეთის შეკავების გეოპოლიტიკურ მიზნებს მისდევს.

ჩვენ ხშირად ვამბობთ: უკრაინის არმია. სინამდვილეში კი ვინ იბრძვის იქ? იქ მართლაც არის ნაწილობრივ ოფიციალური ქვედანაყოფები, თუმცა, მნიშვნელოვანწილად ეს ე.წ. მოხალისე ნაციონალისტური ბატალიონებია“, - განაცხადა პუტინმა სანკტ-პეტერბურგში.

მისი თქმით, „არსობრივად ეს უკვე არმია აღარ არის, ეს უცხოური, მოცემულ შემთხვევაში ნატოს ლეგიონია", რომელსაც სულ სხვა მიზნები აქვს, რაც სრულებით არ შეესაბამება უკრაინელი ხალხის ნაციონალურ ინტერესებს.