პოლიტიკა
აშშ-მა კიევში სახელმწიფო გადატრიალების ნება დართო, პოროშენკოს ჩარეცხავენ

1-PoroSenko-pol-3-anსაქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. აშშ-მა პოროშენკოს ჩამოგდების ნებართვა გასცა. მან იმედები არ გაამართლა. უმაღლესი რადის დეპუტატებს უკრაინიდან ოჯახები გაჰყავთ. სიტუაცია სწრაფად ვითარდება არა მარტო აღმოსავლეთ უკრაინაში, არამედ კიევშიც.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აქტიურ კონსულტაციებს მართავს და კიევის ტახტს სხვა ადამიანებისთვის ამზადებს. ფსონს აშკარად იაცენიუკსა და მის გარემოცვაზე ჩამოდიან. სახდეპი პრაქტიკულად უშუალოდ კურირებს „სახალხო ვეჩეს“ ორგანიზაციას, რომელიც თითქოსდა მაიდანის საბჭოს ინიციატივით უნდა შეიკრიბოს, თუმცა ყველა გადაწყვეტილებას ამერიკელი კურატორები იღებენ. ღონისძიების შემაჯამებელი გადაწყვეტილება „უნდობლობის ვოტუმი“ იქნება უკრაინის პრეზიდენტისადმი, რომელიც ვერ გაუმკლავდა დასახულ ამოცანებს, კერძოდ: ვერ გადაწყვიტა აღმოსავლეთ უკრაინის პრობლემა, დაუშვა ქვეყნის მოსახლეობის გარატაკება, „დაასამარა“ უკრაინის ეკონომიკა და კიდევ მტელი რიგი პრეტენზიები.

ღონისძიების მცირედი გაკეთილშობილებისათვის გამოყენებული იქნება უკრაინის პროფკავშირები, რომლებიც ახლა შევიწროებულ მდგომარეობაში არიან. მიზნების მისაღწევად პროფკავშირებს სადავეს მოუშვებენ და საპროტესტო გამოსვლების ნებას დართავენ. პოროშენკო, რასაკვირველია, პასუხისმგებელია ქვეყნის მდგომარეობაზე, მაგრამ ის ფაქტობრივად ასრულებდა დასავლეთის მიერ თავსმოხვეულ მოთხოვნებს, ამიტომ პასუხისმგებლობა კოლექტიური უნდა იყოს, მათ შორის იაცენიუკის მიმართაც.

თუმცა, რაკიღა განტევების ვაცად პოროშენკო რჩება, იაცენიუკსა და მის დაახლოებულ პირებს სახდეპი დარტყმას ააცილებს. უმაღლესი რადის ყოფილი დეპუტატისა და ნოვორისიის პარლამენტის ამჟამინდელი თავმჯდომარე ოლეგ ცარევის აზრით, პოროშენკოს კარგი კავშირები აღმოაჩნდა დასავლეთშიც და რუსეთშიც, რაზეც რუსეთის ტერიტორიაზე მშვენივრად მომუშავე ფაბრიკაც მეტყველებს.

დასავლეთი პოროშენკოს სუსტი ხასიათის მქონედ მიიჩნევს, არსაკმარისად აგრესიულად, რადგან იგი იძულებულია, თავისი აქტივები გაითვალისწინოს. იაცენიუკი, თავისი ხშირი არაადექვატური განცხადებებითა და უფრო მჭიდრო კავშირით ამერიკის სპეცსამსახურებთან, გაცილებით საიმედოა.

პოროშენკო გრძნობს, რომ მის თავზე ცა მოიღრუბლა და არცთუ ფუჭად იქნა მიღებული გადაწყვეტილება კიევში რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდობის შესვლის შეზღუდვის შესახებ 16 იანვრიდან 23 თებერვლამდე პერიოდში.

დიდი „შუხერის“ წინათგრძნობა აქვთ უკრაინელ დეპუტატებსაც. იმავე ცარევის ინფორმაციით, რადის დეპუტატებს თავისი ოჯახები უკრაინის საზღვრებს გარეთ გაჰყავთ. იმას, რაც უახლოეს თვეებში იგეგმება, ბევრი მესამე მაიდანს უწოდებს. თუმცა, მთლად ასეც როდია. ბანალური სახელმწიფო გადატრიალების სისხლისმღვრელობა მხოლოდ თავად პოროშენკოს დათმობებზე იქნება დამოკიდებული.

stockinfocus.ru