უცხოეთი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

1-boepripasi-samart-3საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ჩოხატაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხვიჩა . ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, ჩოხატაურის რაიონის სოფელ სურებში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც მას სოფელ სურების ტერიტორიაზე მდებარე ტყეში დამალული იარაღი საკუთარი ავტომანქანით, ამავე სოფელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაჰქონდა. დაკავებულის ჩხრეკისას ავტომანქანის საბარგულიდან ამოღებულია „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 2 მჭიდითა და 36 საბრძოლო ვაზნით. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.