ვერა ქობალიას უწყება დღეს "საქსტატის" შენობის გასხვისებას შეეცდება. ობიექტის საწყისი ღირებულება 3,5 მილიონი დოლარია. დღეს დაგეგმილ აუქციონზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 5 ობიექტის გასხვისებას გეგმავს.
საპრივატიზაციო ნუსხაშია, ასევე, თბილისში, მუხიანის დასახლების IV მ/რ-სა და მუხიანის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული მშენებარე (დაუმთავრებელი) შენობა-ნაგებობა, რომლის საწყისი ფასი 224 ათასი აშშ დოლარია. აუქციონის წესით, ასევე, თბილისში, დაბა კოჯორში, ორბელიანის ქუჩაზე, სამხედრო ქალაქ 1-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ერთეული შენობა-ნაგებობა იყიდება, საწყისი ფასია 175 ათასი აშშ დოლარი.