სამართალი
საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მეხუთე განყოფილების თანამშრომლებმა დავით კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, ცაბაძისა და უზნაძის ქუჩების კვეთაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, დავით მ. დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში ცაბაძის ქუჩაზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა - ნივთმტკიცებად ამოიღეს.