აქტუალური
ვახტანგ გომელაური დაიბადა 1975 წლის 24 დეკემბერს თბილისში.
2001 წელს დაამთავრა ფიზკულტურისა და სპორტის თბილისის სახელმწიფო აკადემია.
1994 წელს დაინიშნა სამთავრობო დაცვის სპეცქვედანაყოფის საბრძოლო განყოფილების უფროსად.
2002 წელს სამუშაოდ გადავიდა დაცვის პოლიციაში და 2013 წლამდე ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი იყო.
2013 წლიდან 2015 წლის 26 დეკემბრამდე ჯერ საქართველოს შს მინისტრის მოადგილე, შემდეგ კი პირველი მოადგილე იყო.
შს მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურმა ალექსანდრე ჭიკაიძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, 2015 წლის 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილის წინააღმდეგ მოწყობილი ტერაქტის „ცხელ კვალზე გაუხსნელობასთან“ დაკავშირებით.