საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი: „ლარის კური სტაბილიზაციისკენ მიდის“

1-kvirik-sazog-3საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით მთავრობამ სამომავლო ქმედებებთან დაკავშირებით როვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გამართა. მისივე თქმით ლარის კურსთან დაკავშირებით პროცესი სტაბილიზაციისკენ მიდის.

ეკონომიკური საბჭოს მდივანთან ერთად გვქონდა შეხვედრა ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან. განვიხილეთ ჩვენი მომავალი ქმედებები. მთავრობას კომპლექსური გეგმები აქვს, თუ როგორ წავახალისოთ მომავალში ექსპორტი, ტურიზმი, ასევე უცხოური ინვესტიციების მიმართულებითაც მნიშვნელოვანი და აქტიური ნაბიჯების გადადგმას ვგეგმავთ. ვფიქრობთ, ეს ყველაფერი კომპლექსურად ძალიან კარგ შედეგს გამოიღებს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.