რელიგია
ილია მეორე: „ყველაზე ძლიერი საშუალება და იარაღი ბოროტების წინააღმდეგ არის ლოცვა, მარხვა და მოწყალების გაცემა“

1-ILya-sazog-1-rel-1საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. 25 იანვარს საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

გასულ კვირას სამი მიცვალებული გავასვენეთ: მეუფე თადეოზი, არქიმანდრიტი ილია და ბატონი იური, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა თავისი შვილის საფლავზე...

მრავალი განსაცდელი აქვს ადამიანს, მაგრამ ეს განსაცდელი ხშირად მოჩვენებითია. ხშირად ისეთია, რომელიც შეიძლება დაძლეულ იყოს და დაძლეულ იყოს არა ჩვენი საქმით, არამედ ლოცვით, მარხვით, მოწყალებით.

ეს სამი რამლოცვა, მარხვა და მოწყალება უნდა იყოს ჩვენი თანამგზავრი. ეს არის სამი დიდი საუნჯე, რომელიც შეეწევა ადამიანს ამ ქვეყნადაც და მომავალ ცხოვრებაშიც მისი შემწე და დამხმარე იქნება”, – ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორემ საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ 5 გვარი დალოცა.