პოლიტიკა
საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. შესაბამისი შეთანხმება ორი ქვეყნის მთავრობის წევრების გაფართოებულ შეხვედრაზე შედგა, რომელიც გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის ზრდის დინამიკა უნდა შენარჩუნდეს.
საუბარი შეეხო მნიშვნელოვან რეგიონალურ სატრანსპორტო და ენერგოპროექტებს, რომელთა ერთობლივი განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნების სატრანზიტო პოტენციალის გაზრდას და ახალი ბაზრების ათვისებას.
შეხვედრისას ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესსა და ნატოში გაწევრიანების საკითხებზე.