პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „ჩვენი ამოცანაა, მაისში რიგაში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე წარვდგეთ კონკრეტული შედეგებით“

1-zadaCa-polit-1საქართველო, 27 იანვარი, საქინფორმი. ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლიტველ კოლეგა ალგირდას ბუტკევიჩიუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების გარდა, სამაგალითოა ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების, სოფლის მეურნეობის, განათლების, კულტურისა და სხვა სფეროებში“, -განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მხარეებმა შეხვედრებისას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას.

რეგიონში არსებული რეალობის გათვალისწინებით, ჩვენთვის დღეს, ისე როგორც არასდროს, გადამწყვეტია ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა“, -აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ლიტვის მთავრობის მეთაურმა ალგირდას ბუტკევიჩიუსმა, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის ქმედებები უკრაინაში და აღნიშნა, რომ რუსეთის 2008 წლის აგრესია საქართველოში და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საერთაშორისო თანამეგობრობისთვის „გამოღვიძების ზარია“.