გაზეთის დაუსახელებელი რესპონდენტის თქმით, ივანიშვილის მკვლელობა დავალებული აქვს პროფესიონალთა ჯგუფს. ამას წინათ სააკაშვილმა, რომელის საქართველოს სს კოდექსის ოთხი მუხლითაა ბრალდებული (ეს კი 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს), საჯაროდ განაცხადა, რომ წელს დაბრუნდება, თუმცა, ცხადია, არა იმისათვის, რომ ხელისუფლებას ჩაბარდეს.
„ალია“ აღნიშნავს, რომ ცნობილი უფლებათადამცველი იური ვაზაგაშვილის მკვლელობა 20 იანვარს მისი ვაჟის, წინა რეჟიმის მსხვერპლი ზურაბის საფლავზე, სავარაუდოდ, შემუშავებული გეგმის ნაწილია. ეს გამოწვევაა ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის, და ასევე, საზოგადოებაში დაუცველობის ატმოსფეროს შექმნის შესაძლო დასაწყისი, - აღნიშნავს გამოცემა. გაზეთის ცნობით, ბიძინა ივანიშვილი შსს-სა და მთავარი პროკურატურის მუშაობის გააქტიურებას მოითხოვს. ამ უკანასკნელმა კი უკვე სთხოვა ინტერპოლს სააკაშვილის საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება.
ექსპრეზიდენტის გარემოცვაში გამოცემის ცნობაზე კომენტარს არ აკეთებენ. თავად სააკაშვილი ყველა ბრალდებას უარყოფს. ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია აცხადებს, რომ სააკშვილი უკრაინაში გასამხედროებული ქვედანაყოფის შექმნით არის დაკავებული საქართველოში ხელისუფლების დამხობისა და სახელმწიფო გადატრიალების მიზნით. მისი მონაცემებით, ექსპრეზიდენტს აქვს იმ პირთა „შავი სია“, რომელთა მოშორებაც სურს.