პუბლიკაციები
სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი: „ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის „განტევების ვაცად“ ქცევით ხელისუფლებამ არ უნდა მოიხსნას მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა“

1-Center-sam-3-an-7საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი   დაკავებული თანამდებობიდან ალექსანდრე ჭიკაიძის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი მიესალმება ალექსანდრე ჭიკაიძის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თანამდებობის დატოვების თაობაზე...

აუცილებელია, რომ ალ. ჭიკაიძის ბედი გაიზიარონ/ თანამდებობიდან გადაყენებულ იქნენ ის პირებიც/ რომელთა მფარველობასა და რომელთა მხრიდანაც გამოძიების წარმოებისთვის ხელშეშლაშიც დაადანაშაულა იური ვაზაგაშვილმა ყოფილი მინისტრი...

ამ ადამიანთა შორის არიან:   მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ფრანკ ანკოსი, თბილისის მთავარი პროკურორის მოადგილე გელა ბადიაშვილი, პროკურორები – შაქრო ზაალიშვილი, თენგიზ ხარებავა. ქალაქის პოლიციის უფროსი გიორგი დალაქიშვილი, მისი მოადგილე ოთარ მირზოევი. ასევე პოლიციის თანამშრომლები ცააძე და ბედოიძე. ასევე მნიშვნელოვანია, პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსან ირაკლი ფირცხალავას მიმართაც იქნას გატარებული სამართლებრივი ღონისძიებები, რომლის მისამართითაც  წლების განმავლობაში ისმოდა ბრალდებები“, - ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.