პუბლიკაციები
კახა კუკავა: „ჭიკაიძესთან ერთად თანამდებობა უნდა დატოვოს ყველა მაღალჩინოსანმა, ვინც წინა ხელისუფლების დროს რეპრესიებს გატარებაში თავი გამოიჩინა“

1-kakha-aqtual-2საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. პოლიტიკური გაერთიანება თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა ალექსანდრე ჭიკაიძის თანამდებობიდან გადადგომას  „ფეისბუქის“საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

ჭიკაიძის გადაყენებას ქვეყნის სასიკეთოდ აზრი აქვს:

1) თუ ეს არის არა ბარტყის გადაგდება PR-სთვის, არამედ შეცდომის აღიარება და სისტემური რეფორმა. ასეთ შემთხვევაში თანამდებობები უნდა დატოვონ აგრეთვე ბადაშვილმა (კეზერაშვილის ყოფილი მოადგილე), ტყეშელაშვილმა ("მაესტროს" თეფშების პროკურორი) და ზოგადად შსს და პროკურატურის მაღალჩინოსნებმა, რომელთაც "თავი გამოიჩინეს" წინა ხელისუფლების დროს რეპრესიების გატარებაში;

2) თუ ახალი კადრი არ იქნება ისევ თამაზაშვილის კლანიდან და ზოგადად "ოცნების" რომელიმე სანათესაო კლანიდან, არამედ საზოგადოებისთის კარგად ცნობილი და გარკვეული რეპუტაციის მქონე იურისტი, სასურველია სისხლის სამართლის სპეციალისტი, რომელსაც ექნება შსს რეფორმის ხედვა.

P.S: პრემიერი ხშირად ამბობს, რომ კადრები არ ყოფნის, ამიტომ აქვე შემიძლია დავასახელო (ჩემი აზრით) ვინ შეიძლება იყოს კარგი კანდიდატი: სოსო ბარათაშვილი, გელა ნიკოლაიშვილი, კახა კახიშვილი, ლადო ჭანტურია, გია მეფარიშვილი, შალვა შავგულიძე და ა.შ. (არჩევანი სხვაც მრავალია, საკადრო შიმშილს რეალურად განიცდის "ოცნება", როგორც პარტია და არა ქვეყანა)“,- წერს კახა კუკავა.