პუბლიკაციები
„უკრაინის პირველი ფრონტი მრავალეროვნული იყო და შედგებოდა რუსების, უკრაინელების, ბელარუსების, ქართველების, სომხების, აზერბაიჯანელების, ცენტრალური აზიის ხალხთა წარმომადგენლებისა და სხვათაგან. ელჩო ვინიდ, გეთაყვა, აუხსენით ეს თქვენს საგარეო საქმეთა მინისტრს

1-posol-zar-3საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. რფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა პოლონელ კოლეგა ბოლესლავ ვინიდს შეახსენა, თუ ვინ გაათავისუფლა „აუშვიც-ბირკენაუს“ საკონცენტაციო ბანაკი ოსვენციმში. „მას უკრაინის პირველი ფრონტი ეწოდებოდა, იმიტომ, რომ მან გაათავისუფლა უკრაინა ნაცისტებისაგან მანამდე, სანამ  ბრძოლებით მივიდოდა პოლონეთამდე. როგორც წითელი არმიის სხვა ნაწილები, ის მრავალნაციონალური იყო და შედგებოდა რუსების, უკრაინელების, ბელარუსების, ქართველების, სომხების, აზერბაიჯანელების, ცენტრალური აზიის ხალხთა წარმომადგენლებისა და მრავალ სხვათაგან - საბჭოთა კავშირის 100-ზე მეტი ეთნიკური ჯგუფისგან. ელჩო ვინიდ, გეთაყვა, აუხსენით ეს თქვენს საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელმაც საკმაოდ უცნაური განცხადება გააკეთა ამ საკითხზე. დარწმუნებული ვარ, მას არ სურდა ამდენი ხალხის განაწყენება“, - განაცხადა ჩურკინმა გაეროს შტაბბინაში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების 70 წლისთავს მიეძღვნა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თავისი პოლონელი კოლეგა გჟეგოჟ სხეტინას განცხადებას იმის შესახებ, რომ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს, „მკრეხელური“ და „ცინიკური“ უწოდა: „ოსვენციმი წითელმა არმიამ გაათავისუფლა. იქ იყვნენ რუსები, უკრაინელები, ჩეჩნები, ქართველები, თათრები, და ამ სიტუაციაში ნაციონალურ გრძნობებზე თამაში აბსოლუტურად მკრეხელური და ცინიკურია“, - დასძინა რუსმა მინისტრმა.