პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი: „საკონცენტრაციო ბანაკი ოსვენციმში უკრაინელებმა გაათავისუფლეს!“
საქართველო, 23 იანვარი,
საქინფორმი. „აუშვიც-ბირკენაუს“ საკონცენტრაციო ბანაკი ოსვენციმში უკრაინელებმა გაათავისუფლეს. ის უკრაინის პირველმა ფრონტმა და უკრაინელებმა გაათავისუფლეს. იანვრის იმ დღეს იქ უკრაინელი ჯარისკაცები იყვნენ და ბანაკის კარი მათ გააღეს, - განაცხადა პოლონური რადიოს ეთერში
გჟეგოჟ სხეტინამ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და მ
იხეილ სააკაშვილის მეგობარმა, რუსეთის პრეზიდენტი
ვლადიმერ პუტინის მიერ ბანაკის გათავისუფლების (წითელი არმიის მიერ 1945 წლის 27 იანვარს) 70 წლისთავზე მიპატიჟების პასუხად.
ცნობისათვის: ოსვენციმი - პატარა ქალაქია სამხრეთ პოლონეთში, რომელიც 50 000 მცხოვრებს ითვლის. 1940 წლის აპრილის ბოლოს „ეს-ეს“-ის რეიხსფიურერი ჰენრიხ ჰიმლერის ბრძანებით, ოსვენციმში შეიქმნა გერმანული საკონცენტრაციო ბანაკების კომპლექსი „აუშვიც-ბირკენაუ“. 1940-1945 წლებში საკონცენტრაციო ბანაკებში, სხვადასხვა შეფასებით, 1.5-დან 4 მლნ-მდე ადამიანი დაიღუპა.