უცხოეთი
სააკაშვილის მეგობარი - პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისტორიის „ცოდნაში“ იაცენიუკს ეპაექრება?!

1-gZegoZ-zar-1საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გჟეგოჟ სხეტინა, უკრაინელების მიერ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის გათავისუფლების შესახებ განცხადებისას, როგორც ჩანს, ისტორიის „ცოდნაში“ უკრაინის პრემიერ არსენი იაცენიუკს ეჯიბრება, - მიაჩნია ფრაქცია „ედინაია როსიას“ ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს, სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის წევრ ფრანც კლინცევიჩს.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გჟეგოჟ სხეტინას მტკიცებას, რომ „აუშვიც-ბირკენაუს“ საკონცენტრაციო ბანაკი ოსვენციმში უკრაინელებმა გაათავისუფლეს, აშკარად პოლიტიკური შეფერილობა აქვს და, თავისი არსით, რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული. როგორც ჩანს,ბატონმა მინისტრმა გადაწყვიტა, ისტორიის „ცოდნაში“ მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელ არსენი იაცენიუკს გაეჯიბროს“, - განუცხადა კლინცევიჩმა ჟურნალისტებს.

პარლამენტარმა აღნიშნა, რომ უკრაინის პირველი ფრონტი, რომელმაც საკონცენტრაციო ბანაკი გაათავისუფლა, სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით 1943 წლის 20 ოქტომბერს შეიქმნა ვორონეჟის ფრონტისთვის სახელის შეცვლის გზით.

თავისი ახალი სახელწოდება მან არა ჯარისკაცთა და ოფიცერთა ნაციონალური შემადგენლობის, არამედ მათ მიერ სტრატეგიული ამოცანების გადაჭრის მიმართულებით მიიღო (საბჭოთა კავშირში საერთოდ არ არსებობდა ნაციონალური ნიშნით ფორმირებული ქვედანაყოფები). საკონცენტრაციო ბანაკი საბჭოთა ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს. სხვა პასუხი კითხვაზე, თუ ვინ გაათავისუფლა ოსვენციმი, არ არსებობს“, - დასძინა კლინცევიჩმა.