აქტუალური
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ესპანეთის შეიარაღებული ძალების ჯავშანსაწინააღმდეგო ბრიგადის ბაზას ესტუმრა

1-delegacia-aqtual-1საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. სამხედრო ნაწილში საქართველოს თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძეს მასპინძლობა ბრიგადის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ხოსე კონდე დე არხონამ გაუწია. სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდნენ ასევე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი, საქართველოს ელჩი ესპანეთის სამეფოში ზურაბ პოლოლიკაშვილი, თავდაცვის ატაშე პოლკოვნიკი გიგა ბაბუნაშვილი და დელეგაციის სხვა წევრები.

ქართველ სტუმრებს ბრიგადის გენერალმა ხოსე კონდე დე არხონამ ბრიგადის სტრუქტურის, შეიარაღებისა და პირადი შემადგენლობის მიერ ჩატარებული მისიების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მოგვიანებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, დელეგაციის სტუმრებთან ერთად, ჯავშანსაწინააღმდეგო ბრიგადის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამხედრო ნაწილში მიმდინარე წვრთნას დაესწრო.

მინდია ჯანელიძე ბრიგადის ტერიტორიაზე მდებარე მუზეუმშიც იმყოფებოდა, სადაც ძველი ესპანური სამხედრო შეიარაღება, აღჭურვილობა და დროშები დაათვალიერა.