პოლიტიკა
პრემიერმა ღარიბაშვილმა „მსოფლიო ლიდერებთან არაფორმალურ შეხვედრაში“ მიიღო მონაწილეობა

1-davos-pol-3საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ბოლო თვეებსა და წლებში მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურა მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დადგა, რაც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებათა ძირეულ პრინციპებს.

საქართველოში ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ დემოკრატიის გაძლიერება არის ჩვენი საზოგადოების სტრატეგიული პრიორიტეტი და ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა ჩვენს ქვეყანაში განვამტკიცოთ ძირითადი თავისუფლებები, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებათა დაცვა. ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ დემოკრატიულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოებს, რომლებიც თავისუფლად განსაზღვრავენ თავიანთი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს, ერთიანდებიან ალიანსებში და კავშირებში, შეუძლიათ ისეთ თანამშრომლობაში მონაწილეობა, რომელიც დააკმაყოფილებს ყველა დაინტერესებული მხარის საჭიროებებს,” - აღნიშნა სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა.

მსოფლიო ლიდერთა არაფორმალურ შეხვედრას“ სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები, ასევე, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელი პროფესორი კლაუს შვაბი, ეუთო-ს გენერალური მდივანი და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ესწრებოდნენ.