პოლიტიკა
უკრაინაში ღიად განაცხადეს, რომ დონბასის წინააღმდეგ ქართველი დაქირავებული მებრძოლები იბრძვიან

1-donbas-pol-2-an-Mსაქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. ქართველმა გენერალმა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა გიორგი კალანდაძემ განაცხადა, რომ ახლა ქართველები უკრაინის მოხალისეთა ბატალიონების შემადგენლობაში იბრძვიან.
ამის შესახებ მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა კიევიდან ჩართვისას.
ჩვენი თანამემამულენი აქტიურ მონაწილეობას იღებენ უკრაინული არმიის სპეცდანაყოფებში“, - განაცხადა კალანდაძემ.
მისი თქმით, უკრაინა ფულს არ უხდის ქართველ დაქირავებულ მებრძოლებს. მათ ოჯახები და მეგობრები ინახავენ საქართველოდან.

სამშობლოში დაბრუნების თაობაზე კითხვაზე პასუხისას, კალანდაძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით თავს იკავებს ამ ნაბიჯისგან, რადგან საქართველოს პროკურატურას მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა აქვს განზრახული, რისთვისაც უკვე დაიკითხა 100-მდე მოწმე.

შეგახსენებთ, რომ, როგორც ადრე იტყობინებოდნენ საქართველოს შს სამინისტროში, მისი მოქალაქეები, რომლებიც „ტერორისტთა წინააღმდეგ დონბასში იბრძვიან“, ამისათვის არ დაისჯებიან.

ასევე შეგახსენებთ, რომ „ქართველი დაქირავებულები“ უკრაინაში არა მარტო ფრონტზე, არამედ ქვეყნის მთავრობაშიც აღმოჩნდნენ. ამასთან, უკრაინის ხელისუფლება განაგრძობს მთავრობაში სააკაშვილის გუნდის წევრების მიპატიჟებას და მათი დახმარებით ქართულის ანალოგიური რეფორმების გატარებას იმედოვნებს. ამასთან, „მიხოს რეფორმატორთა“ გუნდის ბევრი წევრი ძებნაში იმყოფება ამა თუ იმ დანაშაულისთვის საკუთარ სამშობლოში.

1-donbas-pol-2-an-qv