საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის წლიური ანგარიში მედიას წარუდგინეს
საქართველო, 23 იანვარი,
საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა
დავით პატარაიამ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის 2014 წლის ხარჯვითი ნაწილი შეაფასა. პრიორიტეტული გახდა ის პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს სახელმწიფოს დემოკრატიული ფასეულობებისა და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების განვითარებას და მიმართულია სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად.
წლიური ანგარიში მედიის წარმომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე გიორგი აბაშიშვილთან ერთად წარუდგინა. ანგარიშის თანახმად, ყველაზე მეტი თანხა - საერთო რაოდენობის 32 პროცენტი (მილიონ სამოცდათერთმეტი ათასი ლარი) დაიხარჯა ბავშვთა და მოხუცთა დაცვის მიმართულებით. სასამართლო რეფორმის დასახმარებლად თანხის 20 პროცენტი (შვიდას ორმოცი ათასი ლარი) დაიხარჯა, ხოლო 18 პროცენტი (ოთხასორმოცდაათი ათასი ლარი) კი - კულტურული მრავალფეროვნების განვითარებისთვის.