უცხოეთი
აშშ-სა და ხუნტას უსაშინლესი პროვოკაცია სჭირდებათ

1USA-zar-3საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. პოლიტოლოგი, საინფორმაციო სააგენტო REX-ის ექსპერტი როსტისლავ იშჩენკო „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე უკრაინული ხუნტის მხრიდან პროვოკაციის მომზადებაზე თავის აზრს გამოთქვამს.

კიევს მორიგი მშვიდობიანი შესვენება სჭირდება, სხვაგვარად, არმია შესაძლოა 2-3 კვირაში დაიშალოს. რუსეთს ძალიან უჭირს, თითქმის არ შეუძლია დაითანხმოს სახალხო ლაშქარი დაზავებაზე (თუნდაც ოლქების საზღვრებამდე) სერიოზული შედეგების გარეშე. არმიის დაშლის გარეშე კიევს ოლქების საზღვრებამდე დახევა არ შეუძლია. თუ არმია დაინგრევა, ოლქების საზღვრებზე გაჩერებას არათუ აზრი არ აქვს, არამედ დანაშაულებრივიცაა - მთელი ქვეყანა „მახნოვშჩინას“ ხომ არ უნდა დარჩეს.

ასე რომ, ხელახალი დაზავება (თუ სასწაული არ მოხდა), არარეალურია. კიევის დანგრევა და განადგურება მეტისმეტად სწრაფად და კატასტროფულად რომ არ მოხდეს, აშშ-სა და ხუნტას უსაშინლესი პროვოკაცია სჭირდებათ, რომელთან შედარებითაც „ბოინგი“ ბავშვურ თამაშს დაემსგავსება. პროვოკაცია ნებისმიერ ადგილას შეიძლება მოხდეს, თუმცა, საუკეთესო ადგილი მისთვის კიევია - ყველაზე შესამჩნევი და რეზონანსული (კიევიდან კი მისი მთელი უკარინის ტერიოტორიაზე გავრცელების შანსი არსებობს).

თუ ხუნტას დრო და საშუალებები ეყოფა იმისათვის, რომ თავისი ბოლო პროვოკაცია მოაწყოს, ჩვენ გავიგებთ, თუ რას ნიშნავს - „ცოცხლებს მკვდრების შეშურდებათ“. უკეთესის იმედი უნდა ვიქონიოთ, თუმცა, უარესისთვისაც მზად ვიყოთ.

 

როსტისლავ იშჩენკო