უცხოეთი
სახელმწიფო მართვის ორგანოების ვალი 61.7-დან 41.5 მლრდ დოლარამდე შემციდა, ყოფილი სსრკ-ის ვალები 2.01-დან 1.77 მლრდ-მდე. ცენტრალური ბანკის ვალი 10.4 მლრდ-ს შეადგენს (ერთი წლის წინ - 16 მლრდს შეადგენდა). ბანკების ვალი 171.1 მლრდ-ია (შარშან 214.4 მლრდ იყო). რუსული კომპანიების ვალი საგარეო კრედიტორების მიმართ წლის განმავლობაში 436.8-დან 376.5 მლრდ-მდე შემცირდა.
უწინ, 14 იანვარს რუსეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთის დეფოლტის ალბათობა გამორიცხულია. „ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ სახელმწიფოს უნარი შესწევს, საგარეო და საშინაო ვალების კუთხით თავისი ვალდებულება შეასრულოს. ამ თვალსაზრისით სუვერენული დეფოლტის შესაძლებლობა გამორიცხულია“, - განაცხადა ექსპერტმა.