სამართალი
იური ვაზაგაშვილი გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა
1Gibel-samart-3საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. როგორც უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ „პირველ რადიოსთან" საუბარში განაცხადა, ვაზაგაშვილი ივანიშვილთან შეხევდრაზე მარტო იმყოფებოდა, საქმე კი მისი შვილის ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობას შეეხებოდა. არსებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე იმ თანამშრომლებით დაინტერესდა, რომლებიც "კორტების" საქმესთან უშუალო შემხებლობაში იმყოფებოდნენ. „სამი დღით წინ გარდაცვალებამდე შეხვდა ბიძინას. მისი შვილის საქმეზე იყო საუბარი და ახლა მეტი კონკრეტიკა ალბათ არც არის. ის მარტო იყო შეხვედრაზე. შეხვედრის შესახებ თავად იურიმ მითხრა და ეს ყველამ იცოდა ამის შესახებ, დამალული კი არ იყო, ეს ღია შეხვედრა იყო", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.