აქტუალური
იური ვაზაგაშვილის ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა

1Granata-aqtual-3საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. ადგილზე იყვნენ შეკრებილი იური ვაზაგაშვილის ოჯახის ახლობლები და ადვოკატი ირმა ჭკადუ.
პროცედურები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ექსპერტიზაში დამოუკიდებელი ექსპერტი გუშინვე ჩაერთო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საგამოძიებო ორგანოების მიმართ რაიმე სახის ეჭვი ან უნდობლობა გაგვაჩნია. რაც მეტი ექსპერტი იქნება ჩართული, გამოირიცხება ყველა შესაძლო ვარიანტი და მივლენ სწორ დასკვნამდე", - განაცხადა ჭკადუამ.

დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც საქმეში ოჯახის მოთხოვნით ჩაერთო, აცხადებს, რომ ვაზაგაშვილის სიცოცხლე საბრძოლო დანიშნულების ხელყუმბარამ იმსხვერპლა.

ამოღებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები, რომელთა შეფასებები მთლიანობაში მოგვცემს საშუალებას, დავადგინოთ, თუ რა გარემოებებში და რა ვითარებაში მოხდა აფეთქება. დადგენილია, ფაქტიურად, ასაფეთქებელი მოწყობილობის სახეობა, ზუსტდება თუ რა მოდელზეა საუბარი. ეს არის საბრძოლო დანიშნულების ასაფეთქებელი მოწყობილობა“, - განაცხადა ალთუნაშვილმა.