აქტუალური
ნანა კაკაბაძე: „ბატონი იური ასახელებდა გვარებს... ერთ კვირაში მკვლელები დაპატიმრებული იქნებიანო“

1Nana-aqtual-2საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. როგორც უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ „პირველ რადიოს“ განუცხადა, ვაზაგაშვილი უახლოეს დღეებში აპირებდა პროკურატურისთვის დოკუმენტური მასალის გადაცემას.

ბატონი იური საუბრობდა, რომ ამ მასალებით, რომელიც მოვიპოვეო, მაქსიმუმ ერთ კვირაში ეს მკვლელები იქნებიან დაპატიმრებულიო და ასახელებდა კონკრეტულ გვარებს, თუმცა მე ამ გვარების დასახელიბისგან ახლა თავს შევიკავებ. ვნახოთ გამოძიება როგორ წავა. თუ სწორი გაზით წავა, მაშინ თვითონ მივა იმ გვარებამდე... ეგეც იყო ერთ-ერთი მისი მთავარი მოთხოვნა, რომ ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ მისი შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილნი, ეს ადამიანები დაწინაურდნენ და არა ის, რომ გაათავისუფლეს ისინი სამსახურებიდან... ვიცი რომ მას ჰქონდა დოკუმენტური მასალა, რომელსაც ის ინახავდა და უნდა გადაეცა საგამოძიებო ორგანოებისთვის და მან გააკეთა ამაზე საჯარო განცხადება“,- განაცხადა ნანა კაკაბაძემ.