აქტუალური
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - იური ვაზაგაშვილის საქმეში ახალი სკანდალური დეტალები ჩნდება

1Skandal-aqtual-1საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვაზაგაშვილის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაწერილ მის ინტერვიუს აქვეყნებს სადაც იგი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის მოწმესთან დაკავშირებით საუბრობს (ვიდეო იხ. აქ).
„მოამბის“ ინფორმაციით, 20 იანვრის საღამოს იური ვაზაგაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის საგამოძიებო ჯგუფის ჟურნალისტთან ერთად, კორტების სპეცოპერაციის იმ ერთ-ერთ მთავარ მოწმეს უნდა გასაუბრებოდა, რომელმაც 9 წლის შემდეგ ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის ახალი გარემოებების გამჟღავნება გადაწყვიტა.

საუბარია ადამიანზე, რომელმაც სპეცოპერაციის ჩატარებიდან და დაკითხვიდან მალე საქართველო დატოვა.