საზოგადოება
ციალა ვაზაგაშვილი: „ეს ფირცხალავას ჩადენილია, ამ ადამიანმა ოჯახი მომიკლა!“
1Ciala-sazog-2საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. იური ვაზაგაშვილის მეუღლე ციალა ვაზაგაშვილი მეუღლის მკვლელობაში კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროს ირაკლი ფირცხალავას ადანაშაულებს.
ბოლო იმედი მომიკლა ფირცხალავამ. ყველამ გაიგოს – ეს ფირცხალავას ჩადენილია. ამ ადამიანმა ოჯახი მომიკლა”, – განაცხადა ციალა ვაზაგაშვილმა. ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი კასპის რაიონში, სოფელ ყარაფილაში, საკუთარი შვილის სასაფლაოსთან მომხდარი აფეთქებისას გარდაიცვალა. ვაზაგაშვილი ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, რა დროსაც საკუთარი ვაჟიშვილის საფლავზე გადაწყვიტა ყვავილების მიტანა.
აფეთქების შესახებ ორი ვერსია ვრცელდება. ერთი ვერსიით, იური ვაზაგაშვილმა თავი აიფეთქა. მეორე ვერსიით კი ტერიტორია დანაღმული იყო.