ოჯახის წევრები დააბეს და ცემეს - ყაჩაღობა ფონიჭალაში
საქართველო, 22 იანვარი,
საქინფორმი. ოთხმა შეიარაღებულმა პირმა ფონიჭალაში
ახმედოვების ოჯახი დააყაჩაღა. მძარცველებმა ოჯახის სამი წევრი დააბეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ბოროტმოქმედებმა სახლიდან ძვირფასეულობა და ფული წაიღეს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებებს ექსპერტ-კრიმინალიტები აწარმოებდნენ. რა მუხლით დაიწყო მომხდარზე გამოძიება, ჯერჯერობით უცნობია.