პოლიტიკა
„რამდენადაც ვიცი, ზურაბ ადეიშვილი ჩართულია ერთ-ერთ გუნდში, რომელიც მუშაობს ანტიკორუფციულ კანონმდებლობაზე ექსპერტის სახით. რაც შეეხება მის ოფიციალურად დანიშვნას, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, იმიტომ, რომ გამოცხადებულია კონკურსი ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის თაობაზე. მისი კანდიდატურა განიხილება თუ არა არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ის კონსულტაციებს აძლევს უკრაინის მთავრობას და არამხოლოდ მას. ის კონსულტაციებს აძლევს ევროკავშირის, სულ მცირე, ორი ქვეყნის მთავრობას, რომელიც მე ვიცი. ერთი მხრივ, საქართველოში ძებნილია და, მეორე მხრივ, ევროკავშირის ქვეყნების მთავრობები მას უსმენენ", - განაცხადა უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე გია გეწაძემ.
უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ ზურაბ ადეიშვილი აქტიურად არის ჩართული ანტიკორუფიული კანონმდებლობის შემუშავების პროცესში.