პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „შოკირებული ვარ მომხდარით. იური ვაზაგაშვილის სიკვდილი ყველა ჩვენგანისათვის თავზარდამცემია“

1Shok-polit-2საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „კორტების სპეცოპერაციის“ შედეგად დაღუპული ზურაბ ვაზაგაშვილის მამის - იური ვაზაგაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

მინდა გულწრფელად მივუსამძიმრო ვაზაგაშვილების ოჯახს. ამ ოჯახში კიდევ ერთხელ დატრიალდა წარმოუდგენელი ტრაგედია.

გამოძიება დაიწყო სს კოდექსის 109- მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.

მოვითხოვ მთავარი პროკურატურისგან სასწრაფოდ გამოიძიოს იური ვაზაგაშვილის საქმე და უმოკლეს ვადებში დაასრულოს ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე.

ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ყველა დამნაშავე დაისაჯოს კანონის მთელი სიმკაცრით“.