გია კობახიძე: „მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩამოვშორდე პოლიტიკას“
საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. გია კობახიძე პოლიტიკიდან წავიდა. როგორც მან დღეს ჟურნალისტებთან საუბარში განმარტა, მისი ეს გადაწყვეტილება შვილის, ირაკლი კობახიძის მიერ პარტია
„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის თანამდებობის შესაძლო დაკავებას უკავშირდება.
„იმედი მაქვს, პოლიტიკური საბჭო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას და ირაკლი კობახიძე შეთავაზებულ თანამდებობას დაიკავებს. ეს გადაწყვეტილება მე გარკვეული ვალდებულებების წინაშე მაყენებს. ვარ ადამიანური, პოლიტიკური და ყველა ნორმისა და ეთიკის დაცვის მომხრე და მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩამოვშორდე პოლიტიკას. ჩემი საქმიანობა იქნება ექსპერტობა, სწორედ სამართლიანობის აღდგენის საკითხებზე", - განაცხადა კობახიძემ.