უცხოეთი
ზღულაძე: „გაი“- ს ყველა ამჟამინდელი თანამშრომელი სამსახურს დატოვებს

1eka-zar-2საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი.  „გაი“-ს ამჟამინდელი ყველა თანამშრომელი სამსახურს დატოვებს – ამის შესახებ სააგენტო “ლიგა ნეტ”-ის ინფორმაციით გუშინდელ პრესკონფერენციაზე უკრაინის შს მინისტრის მოადგილემ ეკატერინე ზღულაძემ განაცხადა.

ჩვენ ვასრულებთ სამუშაოს, რომელიც უკვე დღეს შეცვლის კიევში წესრიგს. ამისთვის ვეძებთ მამაკაცებსა და ქალებს. უფრო ქალებს. პატრულის კანდიდატები უნდა იყვნენ 21-35 წლამდე სრული საშუალო ან უმაღლესი განათლებით, უნდა ჰქონდეთ მართვის მოწმობა და არ უნდა იყვნენ ნასამართლევი. პატრულის თანამშრომლის საშუალო ხელფასი 6-დან 8 ათას გრივნამდე იქნება. განაცხადების მიღება 6 თებერვლიდან იწარმოებს, სამთვიან კურსებზე სწავლა კი მარტიდან დაიწყება”, – განაცხადა ზღულაძემ.

მისივე თქმით უკრაინაში ე.წ. “გაი”-ს რეფორმა უკვე დაწყებულია. თავდაპირველად, შსს-ს რეფორმირება კიევის მასშტაბით განხორციელდება, შემდეგ კი – მთელ ქვეყანაში.